"მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყფელი ნაწილია და ბაქო აუცილებლად აღადგენს მასზე კონტროლს", _ ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა "კრანს მონტანას" ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანი აუცილებლად აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. მთიანი-ყარაბაღის რეგიონი, რომელიც აზერბაიჯანის ცენტრში იმყოფება არის ოდითგანვე აზერბაიჯანული მიწა, რაც აღიარებულია კიდეც გაეროსა და სხვა ორიგანიზაციების მიერ, რომლებსაც არაერთგზის მიუღიათ გადაწყვეტილება ოკუპირებული მიწების განთავისუფლების თაობაზე", _ განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ამას გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა აზერბაიჯანისგან მთიანი ყარაბაღის გამოყოფას არ აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები