საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, მიუხედავად განვითარებისა საქართველო ჯერ კიდევ გაჭირვებული ქვეყანაა. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გამართული დებატებისას განაცხადა.
გაბაშვილის თქმით, ახლანდელი საქართველო იმაზე უკეთესია, ვიდრე 8 წლის წინათ იყო, თუმცა, ქვეყანაში მოქალაქეები სოციალურად ისე არ არიან დაცულნი, როგორც სახელმწიფოს უნდა.
,,ძალიან ბევრ ოჯახს ჯერ კიდევ ძალიან უჭურს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს განვითარება. ის იმაზე უკეთესია, ვიდრე 8 წლის წინათ იყო. თუმცა ეს საკმარისი არ არის,, - აღნიშნა გაბაშვილმა და კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა დაზღვვის სიტემის, პროფესიული გადამზადებისა და სხვა პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებსაც დრევანდელი ხელისუფლება ახორციელებს. მან განსაკუთრებული ყურადრება სადაზღვევო სისიტემის ამოქმედებაზე გაამახვილა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს გაბაშვილმა საქართველო შეაფასა, როგორც ნორმალური, გაჭირვებული ქვეყანაა და დასძინა, რომ იგი იბრძვის, ვითარდება და აუცილებლად გახდება ნორმალური ქვეყანა.