საქართველომ EFTA-ს ქვეყნებთან თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიის ქალაქ შტადში ხელი მოეწერა საქართველოსა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან (EFTA) დეკლარაციას თანამშრომლობის შესახებ.
ხელმოწერის შემდეგ გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიასშეხვედრები ასოციაციის წევრი ქვეყნების - შვეიცარიის, ნორვეგიის, ლიხტენშტეინისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრებთან.
შტადში ხელმოწერილი დეკლარაცია ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. მათ შორის, საქართველოსა და ასოციაციის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების კუთხით.
დეკლარაცია ასევე გულისმობს ერთობლივი კომიტეტის ჩამოყალიბებას, რომელიც იმუშავებს ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და დეკლარაციის მიზნების მიღწევის მიმართულებით.