საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის პირველი ივნისისათვის 7.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 371.5 მლნ ლარით ანუ 5.5 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 64.0 მლნ ლარით ანუ 2.0 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 307.4 მლნ ლარით ანუ 8.9 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 62.23 პროცენტი შეადგინა - 3.0 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით. ამ მაჩვენებლის ზრდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოშვებული ევრობონდების რეალიზაციიდან ამონაგების დეპოზიტებზე განთავსებამ გამოიწვია. ამ ფაქტორის გათვალისწინების გარეშე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი მაისის ბოლოს 60.86 პროცენტი იქნებოდა, ნაცვლად აპრილის ბოლოსათვის არსებული 59.23 პროცენტისა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.0 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 11.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.7 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.3 პროცენტი შეადგენა.