საქარათველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში "EURO-2012"-ის ფინალური მატჩის დასაწრებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" უკრაინაში საქართველოს ელჩზე გრიგოლ ქათამაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
გრიგოლ ქათამაძე განმარტავს, რომ სააკაშვილს კიევში საკმაოდ მოკლევადიანი ვიზიტი ექნება. ის არ გამორიცხავს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, რადგანაც ფინალურ მატჩს ვიქტორ იანუკოვიჩიც დაესწრება. უკრაინაში საქართველოს ელჩის განმარტებით, სხვა ორმხრივი და ოფიციალური შეხვედრები ამ დროისათვის დაგეგმილი არ არის.
იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი სააკაშვილი კიევში გაემგზავრება მას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად, ერთ ლოჟაში მოუწებს ყოფნა და ფეხბურთის ყურება. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ფინალურ მატშის რუსეთის, პოლონეთის, ბელორუსიისა და იტალიის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.