26 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა დანიის მოქალაქის ჰაიკე ქრონქქვისტის სარჩელი საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურიად ცნო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „ამ მუხლის 1, 1, 1,2 და 1,3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში".
ამ პუნქტების შესაბამისად კი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების ფლობის უფლება ჰქონდათ როგორც საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე ამ მუხლის 1 1, 12 და 13პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. ამასთან, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს, ხოლო უცხოელს - აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე.
ამავე დროს, 11 პუნქტით, უცხოელი და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები ვალდებული იყვნენ თავიანთ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაესხვისებინათ საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე.
11 პუნქტით პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს სასამართლო გადაწყვეტილებით და სათანადო კომპენსაციით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევათ მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა აღნიშნული მუხლები და ჩათვალა, რომ ეს მუხლები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ამ კანონით ირღვეოდა ადამიანის უფლებები, რომელიც თანაბარია მოქალაქეობის კუთვნილების მიუხედავად.