შაკირა შვილს ელოდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მომღერლის მამამ გაჟღერა.
დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ კოლუმბიელი ვარსკვლავი ორსულად იყო, ერთი თვის წინაც ვრცელდებოდა, მაშინ როდესაც შაკირამ და მისმა შეყვარებულმა, ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ ბარსელონასთან ახლოს სახლი იყიდეს. ხმები შაკირას ორსულობის შესახებ "ევრო-2012"-ის დაწყების წინაც გავრცელდა, როდესაც შაკირა ესპანეთი-ხორვატიას მატჩისთვის შეყვარებულის მხარდასაჭერად ჩაფრინდა და გულშემატკივრობისას საკმაოდ გაშვებული სამოსი ეცვა, რათა ორსულობა დაემალა.