მოსკოვი მოუწოდებს ვაშინგტონს აწონ-დაწონოს "მაგნიტსკის კანონის" მიღების ყველა შედეგი. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განუცხადა.
"მაინც არის შესაძლებლობა შედეგების განსაჭვრეტად და ჩვეენ ამისკენ მოვუწოდებთ ამერიკელ პარტნიორებს და ამერიკელ კანონმდებლებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა ერთხმად მოიწონა "მაგნიტსკის კანონის" პროექტი. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე დემოკრატებმა.მიმდინარე თვის დასაწყისში კანონპროექტი ასევე მოიწონა წარმომადგენლობითი პალატის საერთაშორისო საკითხების კომიტეტმა.
კანონპროექტი ძალაში შევა ორივე პალლატის მიერ მისი მხარდაჭერისა და პრეზიდენტ ობამას მიერ ხელმოწერის შემდეგ. უნდა აღინიშნოს რომ კანონპროექტის წინაღმდეგ საკუთარი პოზიცია აშშ-ის ბიზეს-ლობმაც - ტრანსნაციონალური კორპორაციების კოალიცია USA Engage-მ და საგარეო ვაჭრობის ეროვნულმა საბჭომ დააფიქსირა, რომლებმაც მოითხოვეს, რომ კანონპროექტი არ ყოფილიყო მხარდაჭერილი.
რუსეთის საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ აშშ-ის კონგრესი არ დაუჭერს მხარს კანონპროექტს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ აშშ მიიღებს მაგნიტსკის კანონს, რუსეთი ანალოგიურად მოიქცევა.