მცურავი კუნძული პირველი დამსვენებლების მიღებას 2013 წლის ბოლოდან დაიწყებს.
მობილური კუნძულის შექმნის იდეა ავსტრალიურ კომპანია Orsos Island GmbH -ს ეკუთვნის, რომელიც პროექტზე მუშაობას უკვე შეუდგა. კუნძულის სიგანე 20 მეტრი, ხოლო სიგრძე 37 მეტრი იქნება. კუნძულზე ყველაფერი მოეწყობა იმისათვის, რომ ტურისტთა ჯგუფმა თავი კომფორტულად იგრძნოს და მცურავ კუნძულზე დასვენებით კმაყოფილი დარჩეს. კუნძული ერთდროულად 12 ტურისტის მიღებას შეძლებს. მცურავი კუნძულის შექმნის იდეის ავტორები აცხადებენ, რომ კუნძულზე დასვენება უფრო კომფორტული იქნება ვიდრე ლუქსი კლასის იახტაზე დასვენება, რადგანაც კუნძულზე მოეწყობა ჯაკუზები, დიდი პლაჟები მზის აბაზანის მისაღებად. კუნძულზე განთავსებული იქნება ასევე მცურავი კუნძულის ეკიპაჟის წევრების საცხოვრებელი ადგილებიც.
Orsos Island-ში აცხადებენ, რომ მცურავ კუნძულზე დასვენება გაცილებით იაფი იქნება ვიდრე იახტის დაქირავება.
მობილური კუნძულის შექმნა ავსტრალიურ კომპანიას 3,6 მლნ ევრო უჯდება.