ავსტრალიის ნაპირებთან, შობის კუნძულის ჩრდილოეთით ჩაძირული გემიდან, რომელზეც ავღანელი მიგრანტები იმყოფებოდნენ, 123 ადამიანი გადაარჩინეს. ამის შესახებ ავსტრალიის ხელისუფლების წარმომადგენლეები იტყობინებია.
გავრცელებული ინფორმმაციით, გემზე, სავარაუდოდ 133 ადამიანი იმყოფებოდა. გემის ჩაძირვის ადგილას პირველი სავაჭრო ხომალდი მივიდა, რომელიც რამდენიმე მილის მოშორებით მოძრაობდა.
ავტრალიის ხელისუფლების ინფორმაციით, კატასტროფის ადგილას გაგზავნილია ავიაცია და სამხედრო ხომელდები.
მიმდინარეობს 10 ადამიანის ძებნაც. რამდენიმე დღის წინ ამავე რაიონში გემის ჩაძირვის შედეგად 90 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა. ისინი ავსტრალიაში გადასვლას ცდილობდნენ.