"ჩვენ ვიმყოფებით ომის მდგოომარეობაში", - ამის შესეხებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მთავრობის ახალი კაბინეტის წევრებთაან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში აუცილებელლია "ყველა შესაძლებლობლის გამოყენება გამარჯვების მისაღწევად".
"როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ ომს ყველა ბრძანება, ყველა მხარე, ყველა სექტორი უნდა მიყვებოდეს ერთ მიზანს - ომში გამარჯვებას", - განაცხადა ასადმა.
სირიის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვენ და აღნიშნა, რომ დასავლეთს "მიაქვს და უკან არასოდეს აბრუნებს და ეს მუდამ ნათელია".
"ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს ჩვენი ინტერესები", - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ხელისუფლებასა და ამბოხებულებს შორის 15 თვეა შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. ამბოხებულები მოითხოვენ ბასარ ასადის გადადგომას და ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას.