ჩეჩნეთში სამხედრო კოლონა ააფეთქეს. დაჭრილია ნატალიონ "იუგ"-ის სამი სამხედრო მოსამსახურე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც შემთხვევის ადგილზე ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ კიდევ ერთი ბომბი ამოქმედდა. ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებს შორის არავინ დაჭრილა.
დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. აღსანიშნავია, რომ აფეთქების შედეგად გაზსადენი დაზიანდა. ამჟამად ადგილზე ოპერეტიული სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და შემთხვევის გარემოებები დგინდება.