ბეთლემში ერთ -ერთ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი მიანიჭეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად უკვე პალესტინაში ორი ქუჩა ატარებს რუსეთის ლიდერების სახელებს. იერიქონის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას უკვე მინიჭებული აქვს დიმიტრი მედვედევის სახელი.
განკარგულება იმის შესახებ, რომ ბეთლემში ქუჩას ვლადიმერ პუტინის სახელი მინიჭებოდა ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გასცა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამჟამად ახლოაღმოსავლეთის ტურნეში იმყოფება. მან ისრაელი უკვე მონახულა. იყო ქრისტეს საფლავზე, გოლგოთასა და გოდების კედელთან. ამის შემდეგ იგი პალესტინაში და იორგანიაში გაემგზავრა.
რუსეთის პრეზიდენტმა და მაჰმუდ აბასმა ბეთლემში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის სახლი გახსნეს.