სირიაში არსებული სიტუაცია, უფრო გადამწყვეტი ზომების გატარებას - მშვიდობის უზრუნველყოფის ოპერაციიის ჩატარებას გაეროს ეგიდის ქვეშ, ეს განცხადება გარეოში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა სიუზან რაისმა გააკეთა.
"ჩვენ უფრო გადამჭრელი ნაბიჯები უნდა გადავდგათ სირიის პრეზიდენტზე ბაშარ ასადზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, მათ შორისაა გარდა სანქციებისა გაეროს წესდების VII მუხლის ამოქმედება", _ განაცხადა მან გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში მაცხოვრებელი ადამიანების უფლებების დაცვის საკითხში მარცხი განიცადა.
"სირიაში არსებული სიტუაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაეროს უშიშროების საბჭოს მარცხზე მეტყველებს. სირცხვილია, რომ გაეროს უშიშროების ახლანდელი საბჭო "პაუზის" რეჟიმში იმყოფება, იმის ნაცვლად, რომ გაქტიურდეს",_ განაცხადა რაისმა და აღნიშნა, რომ უკვე ერთ წელზე მეტია გაეროს უშიშრობის საბჭოს არ სურს სირიელი ხალხი მათივე მთავრობის სასტიკი მოქმედებებისგან დაიცვას.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ანალოგიური განცხადება გააკეთა გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მარკ ლაიელ გრანტმა.