საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი, რომელმაც თანამდებობა ერთი კვირის წინ დაიკავა, გადადგა. ვასილის რაპანოსმა უარი მინისტრის პოსტზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თქვა.
ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
რაპანოსი საბერძნეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე იყო.
ახალი კოალიციური მთავრობის ფინანსთა მინისტრად ის გასულ კვირას დაასახელეს. საავადმყოფოში იმყოფება ქვეყნის ახალი პრემიერიც. ანტონის სამარასს თვალის ოპერაცია გაუკეთეს.