აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ანხორციელებს სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგთან) წინააღმდეგ გაწეული ღონისძიებების და მიღებული შედეგების შეფასებას / გამოქვეყნებას.
2012 წლის 19 ივნისს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად - საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისათვის დადგენილ სტანდარტებს.
საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი ძალისხმევა განხორციელდა და ხორციელდება ტრეფიკინგის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის და მართლმსაჯულების მიმართულებებში. ანგარიშში ხაზგასმულია წარმატებების მიღწევაში სამართალდამცავთა განსაკუთრებული როლის შესახებ.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების თანახმად საქართველო ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ წარმატებით მებრძოლ სახელმწიფოთა შორის.