იტალიაში საქართველოს სამი მოქალაქე ორი კაცი და ერთი ქალბატონი დააკავეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
ამ დრომდე დაკავებულების ვინაობა არ ხმაურდება. ცნობილია, რომ დაკავებული ქალი 30 წლისაა, ხოლი მამაკაცები 37-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი მაღაზიების ძარცვაში ედებათ.
უნდა აღინიშნოს, რომ იმავე ბრალდებით იტალიაში რამდენიმე დღის უკან ორი ქართველი- მამა-შვილი დააკავეს.