თბილისში, მიხაილოვის საავადმყოფოში, გველის მიერ დაგესლილ 30 წლის ბესიკ ლომსაძეს მკურნალობენ.
ექიმების განცხადებით, ლომსაძე თბილისში რუსთავიდან გადმოიყვანეს.
დაზარალებული ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე ზედამხედველად მუშაობდა და გიურზამ სწორედ მუშაობის დროს დაგესლა.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს გველით დაგესვლის შემთხვევები გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საავადმყოფოს დაგესლილების სამკურნალოდ სათანადო მედიკამენტები გააჩნია.