საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტამბულში დაგეგმილ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტი ორგანიზაციის შექმნის 20 წლისთავს ეძღვნება.
სამიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას.
მიხეილ სააკაშვილი ასევე შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულსა და მოლდოვას პრეზიდენტს ნიკოლაი ტიმოფტის.
გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები სხვა ოფიციალურ პირებთანაც.