თურქეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა და გააფრთხილა, რომ სირიის მიერ მისი სამხედრო თვითმფრინავის განადგურება წარმოადგენს "სერიოზულ საფრთხეს" რეგიონის უსაფრთხოებისათვის.
თურქეთის განცხადება ნატოს საბჭოს დღეს დაგეგმილი შეხვედრის წინ გაკეთდა სადაც 22 ივნისის ინცინდენტზე იმსჯელებენ.
თურქეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემიდან ცეცხლი გაუხსნეს კიდევ ერთ თვითმფრინავს, რომ რომელიც ავაგამანადგურებელი F-4 "ფანტომის" ნარჩენენებს ეძებდა.
თურქეთის ვიცე-პრემიერი ბიულენტ არიჩი აცხადებს, რომ "სირია დაუსჯელი არ დარჩება", თუმცა თურქეთი არ აპირებს ომში ჩართვას.