დღეს, 26 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში იუნესკოს კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე განიხილება ბაგრატისა და გელათის ტაძრის საკითხი. მისი განმართებით, საქართველო არ არის კომიტეტის წევრი ქვეყანა და დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"მსჯელობის მსვლელობისას ქართულ მხარეს მიეცემა საშუალება, თავისი აზრი გამოხატოს", - განაცხადა ჯალაღანიამ.
ცნობისთვის, გელათი და ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში ერთად კომპლექსად არის შეყვანილი.
იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების წარმომადგენლებით და ექსპერტებით.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და კულტურის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ბაგრატის სარესტავრაციო პროექტი საპატრიარქოსთან შეთანხმებით მომზადდება. ბაგრატის რეაბილიტაცია პატრიარქის მოთხოვნის საფძველზე შეჩერდა, რადგან ტაძრის დასავლეთის მკლავზე განხორციელებული სამუშაო საპატრიარქოსთვის მიუღებელი იყო.