ცნობილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი კომპანია "აეროფლოტის" დირექტორთა საბჭოში შევიდა. საბჭოს წევრობაზე იგი ნაციონალურმა სარეზერვო ბანკმა წარადგინა, რომელსაც რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე ლებედევი ხელმძღვანელობს.
ნაციონალურმა სარეზერვო ბანკი "აეროფლოტის" აქციების დაახლობით 15 % ფლობს.
"თუ ნავალნი ასე ეფექტურად იბრძვის მინოტარული აქციონერების უფლებების დასაცავად, კომპანიის რამდენიმე აქციის ქონის შემთხვევაში, დირექტორთა საბჭოში იგი ამას კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელებს", _ განაცხადა ლებედევმა "როიტერთან" საუბარში.