საერთაშორისო რეიტინგების სააგენტომ Fitch Ratings "პროკრედიტ ბანკი საქარველოს" "BB" რეიტინგი (სტაბილური პერსპექტივა) უცვლელი დატოვა, ხოლო მდგრადობის რეიტინგი "B+"-იდან "BB-"-მდე გაზარდა.
"პროკრედიტ ბანკს" საქართველოში საუკეთესო და ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგი აქვს.
"პროკრედიტ ბანკი საქართველოს" რეიტინგებია: გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის IDR (ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი" დარჩა BB დონეზე, სტაბილური პერსპექტივა; მოკლევადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტა IDR დარჩა "B" დონეზე; დამხმარე რეიტინგი კვლავ "3"; მდგრადობის რეიტინგი "B+"დან "BB-"-მდე გაიზარდა.
"პროკრედიტ ბანკის" გრძელვადიანი უცხოური ვალუტის IDR (ემიტენტის დეფოლტის რეიტინგის) 'BB' რეიტინგის მინიჭება განპირობებულია გერმანიაში მდებარე მისი სტრატეგიული პარტნიორის "პროკრედიტ ჰოლდინგ აგ"-ის მხარდაჭერით ("BBB"/სტაბილური; 100% წილი "პროკრედიტ ბანკი საქართველოში"). თუმცა ბანკის რეიტინგი შეზღუდულია საქართველოს ზღვრული 'BB' რეიტინგით. სააგენტო Fitch-ის აზრით, "პროკრედიტ ჰოლდინგს" აქვს სათანადო რესურსები და შესაძლებლობა "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" მხარდასჭერად, მაგრამ საქართველოში ვალუტის გადარიცხვასა და კონვერტირებასთან დაკავშირებული რისკის გამო აღნიშნული მხარდაჭერა რეიტინგებში არ არის სრულად ასახული. "პროკრედიტ ბანკის" გრძელვადიანი IDR (ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი) სავარაუდოდ დამოკიდებული იქნება ქვეყნის ზღვრულ რეიტინგზე.
სააგენტო "Fitch Ratings"-ის ინფორმაციით, "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" "BB" რეიტინგის უცვლელად დატოვება განპირობებულია მისი კარგი მენეჯმენტით, კრედიტების ხელმისაწვდომობითა და კრიზისის დროს მყარი ფინანსური მაჩვენებლებით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბანკს აქვს ძლიერი ნიშა მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაში და საკმაოდ სოლიდური შიდა სადეპოზიტო ბაზა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია "Fitch Raiting"-ის შეფასება. ის ფაქტი, რომ "პროკრედიტ ბანკს" სხვა ქართულ ბანკებთან შედარებით საუკეთესო და უმაღლესი რეიტინგი აქვს ნათლად აჩვენებს, რომ ბანკის განვითარება და ფინანსური შედეგები ძლიერი და სტაბილურია", - განაცხადა "პროკრედიტ ბანკის" დირექტორმა მაია მერედოვამ.