მასიური თევზის დახოცვა დაფიქსირდა აზოვის ზღვაში, ზაპოროჟიეს ოლქში. ოლქის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თევზის დახოცვას სპეციალისტები მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ.
სპეციალურმა სამსახურებმა ზღვის სანაპიროზე გამორიყული 80 ტონა მკვდარი თევზის უტილიზაცია უკვე მოახდინეს.