პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, "SKYGLORY"-ის კაპიტანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქემ, ზონგლიან შუანზუნგის ძე მამ, ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ჯარიმა (50 000 ლარის ოდენობით) გადაიხადა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული სასაზღვრო პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის გარე რეიდზე, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნებართვისა და დადგენილი წესის დარღვევით ზომამცირე მცურავი საშუალების ზღვაში ჩაშვება), პანამის დროშით მცურავი გემი "SKYGLORY"-ი 21 ივნისს დააკავეს.