ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში წინასარჩევნო ვითარებას ადგილზე დააკვირდება. ამის შესახებ განცხადება, NDI-ის პრეზიდენტმა კენეთ ვოლაკმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას გააკეთა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია MUST CAARYდა MUST OFFER-თან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით დაინტერესდა, რაზეც დავით ბაქრაძემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება მოწოდებულია არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად, რადგან საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს მომავალ განვითარებას.
კენეთ ვოლაკმა პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში მისი ორგანიზაციის მხრიდან, როგორც რეკომენდაციების, ასევე მონიტორინგის კუთხით დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ NDI საქართველოს მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენს.