ერთი გენერალი, ორი პოლკოვნიკი, ორი მაიორი, ერთი ლეიტენანტი და 33 ჯარისკაცი სირიის არმიიდან გამოიქცნენ და თურქეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაცია იმის შესახებ თუ კონკრეტულად როდის გადავიდნენ სამხედროები თურქეთის ტერიტორიაზე არ ვრცელდება.
დეზერტირობის შესახებ მონაცემებს ასევე ადასტურებს თურქული ტელეარხი "CNN Turk", რომლის ინფორმაციითაც სამხედროები თურქეთში თავიანთ ნათესავებთან ერთად ჩავიდნენ. სულ ტელეარხის ინფორმაციით, საზღვარი 224 ადამიანმა გადალახა.