ე.წ. მასთ ქერრისთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას, პარლამენტი მიმდინარე კვირას, დაჩქარებული წესით განიხილავს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ინიციატივის დეტალები დღეს, დღის მეორე ნახევარში დაზუსტდება და პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება.
ბაქრაძის განცხადებით, მიმდინარე კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება, სადაც მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის შესახებ კანონრპოექტი დაჩქარებული წესით იქნება განხილული და დამტკიცებული.
შეგახსენებთ, რომ კამპანია ,,ეს შენ გეხებას,, პარლამენტმა ნება დართო დაიწყოს არანაკლებ 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებული კანონპროექტის წარსადგენად. თუმცა, კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავარია მოგვარდეს პრობლემა, რომელიც მოსახლეობისთვის განსხვავებული ინფორმაციის მიწოდებას ეხება.