26 ივნისს, 18:00 საათზე, კინოთეატრ რუსთველის მესამე დარბაზში, რომა რცხილაძის სიმღერის „ვარსკვლავები" ახალი ვარიანტის პრეზენტაცია გაიმართება. მაყურებელი კლიპის ქართულ და ინგლისურ, ორენოვან ვერსიას იხილავს.
სიმღერას ასრულებენ რომა რცხილაძე და ნუცას სკოლის წინა სეზონის მონაწილე, დამწყები მომღერალი თიკო ანდღულაძე. სიმღერის ახალი ვერსია სტუდია „ანდღოში" ჩაიწერა, არანჟირების ავტორია შეტე. კლიპი ზღაპრის ფორმატში საგურამოსა და ზედაზნის ტყეებშია გადაღებული. კლიპის რეჟისორია ზურა მენთეთაშვილი.