ოთხამდე გაიზარდა მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ჩინეთში. 100 ადამიანი დაშავებულია.
5.7 ბალის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები ქვეყანაში გუშინ დაფიქსირდა. მიწისძვრა იუნანისა და სიჩუანის პროვინციების საზღვარზე, პოპულარულ ტურისტულ რაიონში მოხდა.
ეპიცენტრი სეისმოლოგიურმა სამსახურებმა ქალაქ ლიცზიანიდან 93 კილომეტრის დაშორებით დააფიქსირეს.
სტიქიის გამო რეგიონში სატელეკომუნიკაციო სისტემაც დაზიანდა.