"ქართულ ოცნებას" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი კონფლიქტის მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმა აქვს. როგორც ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ ყველანაირი რესურსი აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობის დასალაგებლად ამოწურა, _ განაცხადა ფანჯიკიძემ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადების კომენტირებისას.
"საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას, ეს ერთმნიშვნელოვანია და ეს ჩვენი პოლიტიკური ძალის ამოსავალი წერტილი. Mმე არ ვიცი რა მოლოდინი აქვს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, მაგრამ საუბარი, რომელიც აუცილებლად შედგება აფხაზ და ოს ძმებთან საბოლოო მიზნად გაითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებას", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველანაირი რესურსი ამოწურა. მისივე თქმით, ,,ქართულ ოცნებას" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმა აქვს.
,,ამ ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან აღადგინოს ნდობა და კონფლიქტური სიტუაცია უკეთეს ეტაპზე გადაიყვანოს. ხოლო ახალ ხელისუფლებას ამისთვის ყველანაირი რესურსი ექნება. რასაკვირველია, ვერავინ ვერავის ვერ შეპირდება, რომ ეს პრობლემები ძალიან მალე გაწყდება, მაგრამ პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ პირველ რიგში აღდგეს ნდობა და გაიმართოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირდაპირი დიალოგი აფხაზეთთან და ოსებთან", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ აფახაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფხაზური მხარე მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის, ოღონ არა სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში.Eე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საკითხის მოსაგვარებლად უფრო პრაგმატული თანამოსაუბრეა აუცილებელი, ისეთი როგორიც არის ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი.