კოალიცია ,ქართული ოცნების" აქციის ჩატარება მცხეთაში, თეატრონის მოედანზე 1 ივლისს 19:00 საათზე იგეგმება. როგორც ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ გამგეობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. Mმისივე თქმით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" მცხეთაში ცენტრალური მოედნის გამოყოფაზე უარი უთხრა.
"სავარაუდოდ, პირველი ივლისისთვის მცხეთის თეატრონზე შვიდ საათზე გაიმართება აქცია. ოღონდ ოფიციალური ნებართვა ჯერ არ მიგვიღია. უარყოფითი პასუხი მივიღეთ მცხეთის ცენტრალურ მოედანზე და მეორე განაცხადის შესახებ პასუხი ალბათ დღეს იქნება გაცემული. Mმაგრამ სავარაუდოდ, და თითქმის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აქცია გაიმართება 1 ივლისს შვიდ საათზე თეატრონის ტრერიტორიაზე", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ერთგვარ ტრადიციად იქცა ,,ქართული ოცნებისთვის" წინააღმდეგობის გაწევა, რის გამოც კოალიციას მცხეთაში ცენტრალური მოედნის გამოყოფაზე უარი უთხრეს.
"ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი ტრადიციაა, რომ ჩვენ ყველაზე მეტად რაც გვინდა ის არ მოგვცე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქციები ასეთი შთამბეჭდავი გამოდის ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ ყოველთვის ცდილობენ ხელოვნური ბარიერების შექმნას", - განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიზემ
შეგახსენებთ, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში კოალიციამ უკვე გამართა აქციები თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში.