სამართალდამცავება ,,ქართული ოცნების"' ახალქალაქის ოფისის მეპატრონე გიორგი მხჩიანი დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა დაკავებული ამ ეტაპზე ახალქალაქის პოლიციის შენობაში იმყოფება და მისთვის ამ ეტაპზე ბრალი არ წაუყენებიათ. თუმცა, როგორც გოგლა ჟვანია აცხადებს, სავარაუდოდ პოლიცია დაკავებულს შენობის უკანონო პრივატიზაციას ედავება.
,,სამართალდამცავებმა გუშინ 10:30 წუთზე დააკავეს ჩვენი ოფისის მეპატრონე ვისგანაც ნაქირავები გვქონდა ფართი. ზუსტად არ ვიცით რას ედავებიან, რადგან ჯერჯერობით მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, მაგრამ გამოძიებიდან გამოსული ინფორმაციით, როგორც გავიგეთ პრობლემაა შენობის პრივატიზებასთან დაკავშირებით არის. Aან როგორ შეიძლება შენობის პრივატიზების საკითხები ამ ადამიანთან იყოს დაკავშირებული, რადგან გიორგი მხაჩიანი ამ შენობის მესამე მეპატრონეა, მას შენობა სხვისგან აქვს ნაქირავები", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" გოგლა ჟავნიამ.