დღეს, 24ივნისს, ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გამოაქვეყნებენ.
"ძმები მუსულმანები" დარწმუნებულნი არიან, რომ არჩევნებში მათმა კანდიდატმა, მოჰამედ მურსიმ გაიმარჯვა. ქაიროს მთავარ მოედანზე - ტაჰრირზე მუსრის ათასობით მხარდამჭერი შეკრება.
საკუთარ გამარჯვებაში ასევე დარწმუნებულია ეგვიპტის ექს-პრემიერი აჰმედ შაფიკი. მისმა მომხრეებმაც მრავალათასიანი მიტინგი გამართეს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ენდობა სამხედრო საბჭოს, რომელიც ქვეყანას ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ მართავს.
ეგვიპტეში აცხადებენ, რომ სამხედრო საბჭო არ აპირებს საკუთარი უფლებამოსილების დათმობას, ეს მოსაზრება მას შემდეგ გამყარდა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დათხოვნილ იქნა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატა. საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობაში ისლამისტური პარტიები იყვნენ წარმოდგენილნი.