დღეს, 24 ივნისს, ტოკიოში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი ერთთვიანი გასტროლების ფარგლებში პირველ წარმოოდგენას გამართავს.
როგორც დასიდან "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, იაპონელი მაყურებელი პეტრე ჩაიკოვსკის "გედების ტბას" იხილავს.
მთავარ პარტიას საბალეტო დასის ხელმძღვანელი, მსოფლიოს საბალეტო ვარსკვლავი, ნინო ანანიაშვილი შეასრულებს.
საბალეტო დასმა 160-ე თეატრალურ სეზონი 17 ივნისს გალაკონცერტით დახურა. 20 ივნისს კი დასი იაპონიაში გაემგზავრა.