საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უკრაინული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე ახალი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, ამის საბაბად კი რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი სამხედრო-პოლიტიკური გართულება რეგიონში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე იხსენებს, რომ უშუალოდ საქართველოში შემოჭრამდე 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა სამხედრო სწავლება "კავკაზ 2008" ჩაატარა.
"წელსაც რუსეთი ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს მნიშვნელოვნად უკფო მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებს "კავკაზ 2012"-ს და ეს ღონისძიება რა თქმა უნდა "სრულიად შემთხვევით" ემთხვევა ჩვენს არჩევნებს", _ აცხადებს მინისტრი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთისათვის აბსოლუტურად აუცილებელია.
"უპირველეს ყოვლისა კრემლმა უნდა გადაკეტოს გზა, რომლითაც მიდის ალტერნატიული ენერგომატარებლები ევროპაში. მეორე არის ის, რომ თუ რუსეთი მიაღწევს სამხედრო-პოლიტიკურ დიქტატს საქართველოზე, მაშინ უკვე სამხრეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებს შეუძლია არც მიხედოს: შენ აცობ ბოთლის თავსახურს, რომელშიც ჩვენი სუვერენიტეტია მოთავსებული და რეგიუონის ქვეყნების უმეტესობა იქცევა ქვეყნებად, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ არქვთ", _ აცხადებს ვაშაძე და აგრძელებს, რომ მესამე მიზეზი ამისა, მისი აზრით, არის ის, რომ კრემლს უკე მობეზრდა გამუდმებით საუბარი ქართულ რეფორმებზე.
"ეს გამაღიზიანებელია. მას უწევს ყველას უმტკიცოს, რომ რუსეთში შესაძლოა დემოკრატია სუვერენული იყოს, ნაციონალური სპეციფიკით, ევრაზიული, ნებისნიერი მოკლედ, მხოლოდ არა ნამდვილი. რა თქმა უნდა დემოკრატია საქართველოში იდეალური არის, მაგრამ ჩვენ ღმერთმანი დღედაღამ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ის ასეთი გახდეს", _ აცხადებს გრიგოლ ვაშაძე და მეოთხე მიზეზად იმისა თუ რატომ შეიძლება რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია კვლავ განახორციელოს საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს ასახელებს.
"რუსეთის ხელმძღვანელობაში გაღიზიანებას იწვევს ქვეყნის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც რუსეთი თავის "შიდა ბაღად" მიიჩნევს. არ აქვს საქართველოს და უკრაინას ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიან წევრად გახდომის უფლება და მორჩა! ალიანსი ხომ საერთოდ მათთვის ისევეა, როგორც წითელი ცხვირსახოცი ხარისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნა ამის საშუალება რუსეთი ახალ აგრესიას არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელებს, არამედ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც", _ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ინტერვიუს ბოლოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის პოლიტიკა ეს არის კუნთების დემონსტრირება, თეატრალურობა, მაგრამ მისი ფესვები ღრმაა.
"ხოლო საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება ეს სრულიად ლოგიკური მოვლენაა და არა სპონტანური. 2008 წლის აგვისტოს ომი ყველას ახსოვს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ 1991 წლიდან დაწყებული ასეთო ომი ხუთი იყო და გაცილებით უფრო სისხლისმღვრელი. მხოლოდ ერთ აფხაზეთში 15 ათასი ადამიანია დაღუპული",_ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.