აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის ქალიშვილი მერი ჩეინი თავის მეგობარ ქალზე დაქორწინდა. მისი რჩეული მისივე მეგობარი ქალი ხიზერ პოა.
"მერი და ხიზერი ერთმანეთის ერთგული იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მათ შეძლეს და თავიანთი ურთიერთობები დააკანონეს. მერი, ხიზეტი და მათი შვილებოი ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი წევრები არიან ჩვენი ოჯახისა და ჩვენ მათ ბედნიერებას ვუსურვებთ", _ ნათქვამია დიკ ჩეინისა და მისი მეუღლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქალების წყვილმა ხელი აშშ-ს დედაქალაქში მოაწერა, სადაც ერთსქესიანი ქორწინება 2009 წლიდან ნებადართულია. მერისა და ხიზერს ორი შვილი ჰყავთ.
"ძალიან ბედნიერი ვარ გაუწყოთ, რომ მე და ხიზერი დავქორწინდით, ჩვენი პირველი პაემნიდან 20 წლის შემდეგ", _ დაწერა მერი ჩეინმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" თავის გვერდზე.
დიკ ჩეინის უმცროსი ქალიშვილის მერის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რომელიც ახლა 43 წლისაა ცნობილი 2000 წელს მისი მამის პირველი პამპანიის დროს გახდა. მერი ყოველთვის ღიად საუბრობდა იმის შესახებ, რომ ის ლესბოსელია.
მასალის გამოყენების პირობები