ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცემა, მიიჩნევს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი კარიმ მასიმოვი.
"არსებობს ვარაუდი, რომ წლის მეორე ნახევარში კრიზისის მეორე ტალღა იქნება და ნავთობის ფასი საკმაოდ დაეცემა. კომისიას დაევალა ეკონომიკის განვითარების ვარიანტები განიხილოს, თუ კი ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცემა. რაც საკმაოდ რეალისტური სცენარია", - განაცხადა მასიმოვმა.
თუ ეს მოხდება მაშინ ყაზახეთმა, შესაძლოა, 2013 წლის ბიუჯეტის სეკვესტრი მოახდინოს.