სირიის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა თურქეთის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.
სააგენტო სანას ინფოორმაციით, ავიაგამანადგურებელი "სირიის ტერიტორიული წყლების საჰერო სივრცეში" გაანადგურეს.
"მას (ავიაგამადგურებელს რედ.) მოექცნენ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ანალოგიურ სიტუაციას არეგულირებს", - განაცხადა სირიის არმიის გენერალმა.
ავაგანამადგურებლის F4 "ფანტომის" ჩამოგდების შესახებ თურქული მხარესც იუწყება. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პპრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაეპ ერდოღანმა გააკეთა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
ერდორანის განცხადებით, ეკიპაჟის ორი წევრის ძებნა გრძელდება. საძიებო სამუშაოებს სირიისა და თურქეთის სანაპირო დაცვის გემები აწარმოებენ.
თურქეთის მთავრობის განცხადებით, მათი მხრიდან შემდგომი ქმედებების შესახებ ისინი განცხადებას ყველა გარემოების დადგინის შემდეგ გააკეთებენ.
სირაიასა და თურქეთს წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობები ჰქონდათ, თუმცა სირიაში დაწყებული საპროტესტო გამოსვლებისა და ხელისუფლების ქმედებების შემდეგ მათი ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
თურქეთის ტერიტორიაზე ამჟამად 32 ათასი სირიელი დევნილი იმყოფება.