დღეს, 23 ივნისს ბათუმს, კიდევ ერთი კოლორიტული ლაუნჯ-ბარი შეემატება.
ბერძნული რესტორნის „აკროპოლისის" მიმდებარე ზღვისპირზე უკვე არსებული ლაუნჯი ქალაქს განახლებული სახით დაუბრუნდება. გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით იგეგმება განსაკუთრებული ღონისძიებები: თელიანი ველის ღვინის დეგუსტაცია, ცოცხალი მუსიკა, ცეკვები, გათამაშება და კიდევ მრავალი სიურპრიზი.
აღსანიშნავია, რომ ლაუნჯ-ბარი „რაი" რესტორან „აკროპოლისთან" ერთად 600-მდე ადგილს მოიცავს და შესაბამისად ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს.