23 ივნისს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფოლკლორული ანსამბლი "მოძახილი" 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სოლოკონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლი "მოძახილი" და ანსამბლის უფროსი თაობის წევრები.
კონცერტის შემდეგ ფოიეში ჩატარდება ანსამბლის პირველი ალბომის პრეზენტაცია, სადაც შესულია სიმღერები ხალხურ საკრავთა ორკესტრის თანხლებით.
გაყიდული დისკების თანხა მოხმარდება მახათას მთაზე მშენებარე ტაძარს. ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.