სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ და ლიტვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა კაზის სტარკევიჩიუსმა მონაწილეობა მიიღეს ფორუმში სახელწოდებით - „ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება აგრარულ სფეროში", რომელიც სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ბათუმში" ჩატარდა. ერთდღიან კონფერენციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი დონარ სურმანიძეც ესწრებოდნენ. ზაზა გოროზიამ და კაზის სტარკევიჩიუსმა საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის დარგში მრავალმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები ლიტვასა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას, სავაჭრო ურთიერთობის განმტკიცებასა და პროდუქციის ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ლიტვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართველ კოლეგებთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დეკორატიული მეყვავილეობისა და სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.
კაზის სტარკევიჩიუსი, საქართველოში ვიზიტად სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას მოწვევით იმყოფება, ეს ვიზიტი 10 მაისს კაუნასში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის საერთაშორისო გამოფენის „აგრობალტი 2012"-ს ფარგლებში დაიგეგმა.