მოძრაობა "თალიბანის" ხუთივე ბოევიკი, რომელიც თავს დაესხა ქაბულთან ახლოს მდებარე სასტუმროს და მძევლები აიყვანა, ავღანური სპეცრაზმისა და ნატოს ძალების ერთობლივი სპეცოპერაციით გაანადგურეს. დაპირიპირების დროს ასევე დაიღუპა 15 მძევალი, მათგან სამი დაცვის წევრი და ერთო პოლიციელი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მოძრაობა "თალიბანის" წევრებმა წუხელ თავდასხმისათვის ქაბულელებს შორის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო აირჩიეს.
როგორც მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა ზაბიულლა მუდჯახიდმა სააგენტო "როიტერს" განუცხადა, ამ სასტუმროს თავს იმიტომ დაესხნენ, რომ იქ უცხოელები და შელებული ავღანელები "ზედმეტად გამომწვევ წვეულებებს მართავდნენ", რომლებიც "ისლამურ მორალს" არღვევდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მოძრაობა "თალიბანის" საგრძლობლად გაქტიურდა. სულ მცირ სამი ამერიკელი ჯარისკაცი და ოცი ავღანელი დაიღუპნენ თალიბების ხელით ბოლო შვიდი დღის განმავლობაში.