პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ მომავალ კვირას, პარლამენტში არაპოპულარული მინისტრების მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, დღევანდელი მინისტრები იმდენად არაპოპულარულები არიან, რომ მმართველი გუნდი სახალხოდ მათ გამოჩენასაც კი ერიდება.
ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ დაჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას" შეხვედრებზე მინისტრების მაგივრად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღითი დღე არადექვატური ხდება.
ვეფხვაძის განცხადებით, ვაჟკაცობა, თუ ,,კამერადაუნახავი და მზეთუნახავი,, მინისტრები პარლამენტში მივლენ და მოსახლეობას აუხსნიან არსებულ პრობლემებს.
მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" დებატების ფორმატში, მინსრტრებს, საკუთარ ხედვებს და პრობლემების გადაჭრის გზებს გააცნობენ.
"დებატებში გიწვევთ და ეს გამოწვევა უნდა მიიღოთ. ეს უნდა იყოს არა ფულის და ძალის, არამედ იდეების შეჯიბრი. მთავბრობამ უნდა აუხსნას მოსახლეობას, როგორ ხედავს სოფლის მეურნების გადარჩენის გზად ქალაქ "ლაზიკის" აშენებას, სადაც სოფლიდან აყრილი მოსახლეობის ჩასახლება იგეგმება" - დასძინა დეპუტატმა.