დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ,,გლობალ-ტვ"-ის ირგვლვ შექმნილი პრობლემები ერთ-ერთი მთავრი განსახილველი საკითხი იყო, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან კოლიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომელიც დიპლომატებითან შეხვედრას ესწრებოდა.
,,ბუნებრივია გუშინდელ ფაქტზე ისევე როგორც სხვა მიმდინარე საკითხებზე რაც ბოლო დროს მოხდა საუბარი იყო. საუბარი იყო იმ უკანონობაზე, რაც ბატონი ბიძინას მიმართ განხორციელდა დაწყებული მოქალაქეობის საკითხით დამთავრებული ჯარიმებით, იმ უკანონობაზე, რომელიც აშშ-ის მოქალაქეზე განხორციელდა გახსოვთ, ამას წინათ აეროპორტში დაკავების შესახებ და, რა თქმა უნდა, გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ გუშინვე საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო თავდ ბატონ ბიძინას აეხსნა, თუ რასთან გვქონდა საქმე", _ განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.