სულ მცირე 26 ადამიანი მოკლეს სირიის სამხრეთ ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სამთავრობი მედია და ოპოზიცია ავრცელებს.
სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და მათ დაღუპვაში "ტერორისტები" არიან დამნაშავე. მათ თითქოს გაიტაცეს თავიანთი მსხვერპლი ქალაქ ალეპოს შორიახლოს მდებარე დასახლება დარეზ აზზეხში ცხოვრობდნენ.
თუმცა სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო საბჭოს ინფორმაციით, რომელიც ლონდონში ბაზირდება, დაღუპულები დაჯგუფება "შაბიზას" წევრები იყვნენ, რომლებიც ბაშარ ასადის მხარეს იბრძოდნენ.
გაეროს მონაცემებით, სურიაში დაღუპულთა რაოდენობამ 12 ათას ადამიანს გადააჭარბა.