შსს მინისტრიის მოადგილე ეკა ზღულაძე, ისევე, როგორც სააკაშვილის მთავრობის სხვა წევრები თავისსავე ცილისწამებაში გაეხლართნენ განაცხადა ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ, ეკა ზღულაძის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მან თავისი მოსაზრებები კარგად უნდა ჩამოაყალიბოს.
,,ქალბატონი ზღულაძე, ისევე, როგორც სააკაშვილის მთავრობის სხვა წევრები გაეხლართნენ თავად იმ ცილისწამებაში, იმ უკანონო ქმედებებში, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ახორციელებენ.აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მათ უნდა დაალაგან თავიაათი სათქმელი და წერილობით მოგვაწოდონ, თუ კონკრეტულად რაში გვდებენ ბრალს, შემდეგ რომ ვუპასუხოთ, ან უკეთესად ჩამოაყალიბონ თავიაანთი გამონათქვემები", _ განაცხადა ფანჯიკიძემ
ფანჯიკიძისთვის გაუგებარია რატომ მიანიჭა ეკა ზღულაძემ პოლიციელების სამსახურებიდან წასვლას პოლიტიკური დატვირთვა.
,,საქართველოში რამდენადაც ვიცი სამუშაო ადგილები არ არის და პატრული და პოლიცია არის ერთ-ერთი კარგი სამუშაო ადგილი. Aამაზე ნებაყოფლობით ამბობდეს უარს პოლიციელების დიდი რადენობა ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი, მაგრამ თუ მათ შესთავაზეს, რაღაც ისეთი, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და მათ ამის გამო სამსახურზე უარი თქვეს რატომ არის ეს პოლიტიკური სკანდალი ვერ გავიგე", - განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკა ზღულაძის განცხადებით ზოგიერთმა პატრულის თანამშრომელმა ვინც უარი თქვეს როტაციის წესით გადასვლაზე და სამსახური დატოვეს შეეცადნენ ამ ფაქტისთვის პოლიტიკური დატვირთვა მიეცათ.