"ქრისტიან-დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არაადეკვატურად საუბრობს, რის გამოც გამოსვლების ლიმიტის უნდა შეამციროს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამართული დებატებისას მოძრაობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესების გააქტიურების პარალელურად, შესაძლოა ბევრმა ლიდერმა დაკარგოს ადექვატურობა და მათ შორის პრეზიდენტის მაგალითი უკვე სახეზეა.
,,რაც უფრო ბევრს ილაპარაკებს, უფრო და უფრო სასაცილო ფრაზებს იტყვის. რუსთავში პრეზიდენტმა თქვა რომ რუსთავი საყოველთაო სიამოვნების და ნეტარების ქალაქია და იქ ცხოვრება ნარნარია, რადგან ყველაზე დაბალი კომუნალური გადასახადებია. ეს იყო კლასიკური მაგალითი არაადექვატურობისა. სხვა თუ არაფერი, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ რუსთავში რამდენიმე ტვინშეკუმშულმა ჩინოვნიკმა მიიღო გადაწყვეტიელბა და ხალხს ზამთარში, გაზის შეკუმშვის კოეფიციენტს ახდევინებს. გაზის ტარიფი რუსთავში, 60 თეთრი გამოდის. ეს არის ის კორუფციული სქემა, რომელიც თვლსაჩინოა. თუ სადმე გაზი იკარგება, ამის ფული უნდა იხადოს არა მოსახლეობამ, არამედ მმართველმა კომპანიამ", - განაცხდა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილმა მართალა უნდა ნახოს ქვეყანასი არსებული რეალური მდგომარეობა და აღმოაჩენს, რომ ვითარება მძიმედ არის და არა ,,მაგრად,, როგორც თავად ჰგონია.