საარჩევო სიების დაზუსტების მიზნით ,,ქართული ოცნება" 24 ივნისიდან კარდაკარის პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯკიძემ განაცხადა პროექტში "ქართული ოცნების" 10 000 აქტივისტი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც "ქართული ოცნების" მაისურები ეცმევათ.
"კოლიცია ,,ქართული ოცნება" მიმდინარე წლის 24 ივნისს კარდაკარის პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია, არჩევნების გაყალბების ფარული მეთოდების საწინააღმდეგო ხერხების აუცილებელი მონაცემების მოპოვება. Kკარდაკარი 63 ოლქში ერთდროულად დაიყება და მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. კარდაკარში ჩართული იქნება 10 000-მდე ჩვენი აქტივისტი, რომელთაც ეცმევათ კოალიცია ,,ქართული ონების" ლოგოთი გამოსახული მაისურები, ექნებათ მაიდიფიცირებელი სამკერდე ნიშნები, სახელი და გავარი და კარდაკარის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრერი", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, კარდაკარის მონაწილე ადამიანები პროექტის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით იმუშავებენ.
,,კარდაკარის მეშვეობით კოალიცია მოახდენს: ხმის უფლების მქონე პირების ფაქტობრივი მდგომარეობის გადამოწმებას, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების გამოვლენას, Mმოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას, ამომრჩევლის მოსალოდნელი აქტივობის გაზომვას, ამომრჩევლის განწყობის გაზომვასა და უმისამართო პირადობის მოწმობის მქონე ამომრჩევლების გამოვლენას ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ.