ოჩამჩირის რაიონის სოფელ ადიუბჟასთან ახლოს დრანდის ციხიდან გაქცეული მესამე პატიმრის ბადრი ხაზალიას ცხედარი იპოვეს. ცხედარს გარეგანი დათვალიერებით, ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ აღენიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემოწმებას ოჩამჩირის რაიონის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს. ბადრი ხაზალიას ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
ამას გარდა აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულნი არიან საგამოძიებო იზოლატორის თანამდებობის პირები: მელიკ კალაიჯიანი, სულეიმან ხამსა-ჩეპ-ოგლი, რუსლან ინაპშბა და ნუგზარ გულია.
"გულრიფშის რაიონის პროკურატურამ მათ ბრალად თანამდებობრივი გულგრილობის გამოჩენა წაუყენა რასაც თან მოჰყვა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წესრიგის დარღვევა და ასევე ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება", _ იუწყება აფხაზური მხარე. ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, დამნაშავეებისათვს ხელის შეწყობის ბრალდებით ასევე დაკავებულია მიხეილ სარაევი, რომელიც ადრე ამ საქმეში დაზარალებულის რანგში გადიოდა.
შეგახსნებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის საგამოძიებო სამმართველოს იზოლატორიდან, რომელიც გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში მდებარეობს სამი პატიმარი - ბადრი და ბაჩო ხაზალიები და ბიძინა ხასია გაიქცა. ძმები ხაზალიები - გალის რაიონის სოფელ შაშიკვარას მაცხოვრებლები არიან და მათ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 19 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ჩადენა - ყაჩაღური თავდასხმები და ადამიანების გატაცებები გალის რაიონში 2009 დან 2011 წლამდე. მალევე გაქცეული სამი პატიმრიდან ორი დააკავეს. დაკავებულები არიან ბაჩო ხაზალია და ბიძინა ხასია.